”ნაცმოძრაობის” მთავარი ლიდერი ნიკა მელიაა, ამ განმარტების გაკეთება საჭიროდ ჩავთვალე – მიხეილ სააკაშვილი | 07.06.2022

“დღეს ”ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ლიდერი ნიკა მელიაა” – შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი წერს, რომ ძალიან ბევრ ტელეგადაცემაში მას, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს მოიხსენიებენ, თუმცა სააკაშვილი მის გაცხადებაში ამბობს, რომ პარტიას ჰყავს ლიდერების თანავარსკვლავედი, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული და არა დანიშნული პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია.

“რაც შემეხება მე – მე დღესდღეობით უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პოლიტპატიმარი ვარ, რომელსაც მაქსიმალურად შეზღუდული აქვს კომუნიკაციები და წარმოუდგენელია, ძალიანაც რომ მოვინდომო, შევძლო რაიმე პარტიული საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვა. მითუმეტეს, ამაში ხელს არც ჯანმრთელობა მიწყობს. ამ განმარტების გაკეთება აუცილებლად ჩავთვალე” – წერს სააკაშვილი.