ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ | 06.06.2022

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე 2 პირი თავს დაესხა. როგორც ბერძენიშვილი და სამნიძე ამბობენ,  აღნიშნული პირები მათ პოლიტიკური საქმიანობის გამო აგინებდნენ და შემდგომ მათ ხელითაც შეეხნენ. ადგილზე იმყოფებოდა  საპატრულო პოლიცია, რომელმაც  ორივე პირი დააკავა.