სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება- რა დასკვნას დადებს ცენტრი “ემპათია” | 06.06.2022

რა დასკვნას მოამზადებს ცენტრი “ემპათია” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. ალტერნატიული კონსილიუმის წევრები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. დასკვნის საფუძველზე შესაძლოა ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართონ, რომ მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასვლის უფლება მისცენ. დღესვე უფლებადამცველმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” მოინახულა. შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, შესაძლოა კლინიკა “ვივამედში”  მნახველების მიღების უფლება შეიზღუდოს.