ოლიგარქიზაცია კვლავ მაღალ დონეზეა, ერთი ადამიანის ხელშია – ევროპარლამენტარების ღია წერილი | 06.06.2022

“ამ ღია წერილით გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს პოლიტიკურ ძალებსა და ქართველ ხალხს, რომ თუ შედეგი იქნება ნაკლებად ოპტიმისტური, იმედი ნუ გაუცრუვდებათ – ოლიგარქიზაცია და მისი თანმხლები პოლარიზაცია საქართველოში კვლავ მაღალ დონეზეა, იმ ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირებული” – შესაბამისი შინაარსის წერილს,  ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი  და რასა იუკნევიჩიენე ავრცელებენ და საქართველოს პოლიტიკურ ძალებსა და ქართველ ხალხს მიმართავენ. წერილში ნათქვამია, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველო იყო ყველაზე მომზადებული ქვეყანა, თუმცა ახლა სიტუაცია გაუარესდა რადგან  “ქართულმა ოცნებამ” არ გასწია სათანადო სამუშაოები, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მოწინავე პოზიციებზე შეენარჩუნებინა. წერილში საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც. ევროპელი დეპუტატები თვლიან, რომ პოლიტიკური ჩიხი კვლავ მოუგვარებელია, შარლ მიშელის შეთანხმება კი კვლავ არაა იმპლემენტირებული.  ევროდეპუტატებისთვის გაუგებარია საქართველოს პოზიცია უკრაინისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებითაც.

„ ხანდახან ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მმართველ წრეშია ვიღაც, ვინც აქტიურად აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო არ გაწევრიანდეს ევროკავშირში. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, ეს იქნება საშინელი დანაკარგი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც და იქნება პუტინის რეჟიმისთვის დიდი გამარჯვება,” – ნათქვამია ანდრიუს კუბილიუსი  და რასა იუკნევიჩიენეს წერილში.