ნათია თურნავამ, შესაძლოა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ჩაანაცვლოს | 06.06.2022

ეკონომიკის ექს-მინისტრმა, ნათია თურნავამ, შეაძლოა  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე,  ჩაანაცვლოს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წელს ეწურება. გავრცელებული ინფორმაცია ნათია თურნავამ მედიასთან არც უარყო და არც დაადასტურა. ჯერ-ჯერობით, მმართველ პარტიას ეკონომიკის ექს-მინისტრი ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრად შეჰყავს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე თურნავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. სწორედ კომიტეტზე მოუსმინეს დღეს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს. საბოლოო გადაწყვეტილებას თურნავასთან დაკავშირებით, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.