“გაოცებულები მიყვებოდნენ ევროპელი კოლეგები, რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა წამოწყებული”

პრემიერ-მინისტრი ოპონენეტებს აკრიტიკებს. განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს,  მთავრობის სხდომაზე, გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი დეპუტატები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ.  მთავრობის მეთაური ამბობს, რომ პროცესში არავითარი შეფერხება  არ იქნება და მთავრობა ყველაფერს აკეთებს სტატუსის მიღებისთვის. პრემიერმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს სრულად ასრულებს და ქვეყანა, რეფორმების კუთხით, როგორც  აღმოსავლეთ პარტნიორობის , ისე  „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორისაც უპირობო ლიდერია.