„ალტ-ინფო“ დაუსაბუითებელი შემოსავლების გამო სასამართლომ 220 000-მდე ლარით დააჯარიმა | 06.06.2022

პუტინისტური “ალტ-ინფოს” პარტია სასამართლომ 220 000-მდე ლარით დააჯარიმა. მიზეზი ის დაუსაბუთებელი შემოსავლებია, რომლის წარმომავლობაც ვერ დგინდება. ასევე, პარტიამ 2021 წელს, დეკლარაცია არასწორად შეავსო. კერძოდ, მათ წარადგინეს განცხადება, იმის შესახებ თითქოს დეკემბრის თვეში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონიათ, თუმცა პარტიამ ოფისების დიდი ნაწილი სწორედ დეკემბერში გახსნა.  თუ ძალადობრივი პარტია  ჯარიმას 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, სასამართლოს ანგარიშების გაყინვა შეუძლია. 2022 წლის 1 ივნისს აუდიტის სამსახურს ორგანიზაციამ „ანტიკორუფციული მოძრაობა“ განცხადებით მიმართა,  რათა მოქალაქეთა გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობის“ შესაძლო უკანონო შემოწირულობით დაინტერესებულიყვნენ. ანტიკორუფციულ მოძრაობაში ამბობენ, რომ საჭიროა დაკითხულ იქნას ყველა შემომწირველი, რომელიც პარტიას დაუსაბუთებელ თანხებს სწირავს. “ალტ-ინფოს”  ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ სასამართლოს პოზიციას არ ეთანხმებიან და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.