უკრაინის დროშა, რომელიც აზოვტალის ქარხნის თავზე ფრიალებდა, უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა | 04.06.2022

უკრაინის დროშა, რომელიც აზოვტალის ქარხნის თავზე ფრიალებდა, უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. “უკრაინა ჯვარცმა”- ასე ქვია ექსპოზიციას, სადაც დროშა განთავსდა. დროშა მუზეუმს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა  მარიუპოლის დამცველებთან ერთად გადასცა, მათ შორის იყო ქართული არმიის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, გიორგი ქუფარაშვილი, რომელიც პოლკ “აზოვის” ინსტრუქტორია და მარიუპოლის დაცვისას მარტის თვეში მძიმედ დაიჭრა. დროშის გატანა “აზოვსტალიდან” დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციის დროს მოხდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მარიუპოლის იმ მცველთა მეუღლეები, რომლებიც ამ დრომდე  რუსი ოკუპანტების ტყვეობაში არიან.