“მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზში არ არის არცერთი ისეთი დაავადება,რომელიც საქართველოში არ განიკურნება,” – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. რატი ბრეგაძის თქმით, იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს საზღვარგარეთ წასვლა, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული და არ უნდა იხდიდეს სასჯელს საქართველოში.