რუსეთის ღიად დამცირება მხოლოდ დაკეტავს მომავალ დიპლომატიურ გზებს – მაკრონი | 04.06.2022

“ვლადიმერ პუტინს ვუთხარი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა” – განცხადებას  საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი  ფრანგულ რეგიონულ მედიასთან ინტერვიუში აკეთებს.  მისი თქმით, პუტინმა საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია, საიდანაც გამოსვლა არის რთული გზა. საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ღიად დამცირება მხოლოდ დაკეტავს მომავალ დიპლომატიურ გზებს. ემანუელ მაკრონმა ასევე, არ გამორიცხა უახლოეს მომავალში კიევში გამგზავრება და განაცხადა, რომ საფრანგეთს სურს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაზრდა. მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, ყველაფერი გააკეთოს უკრაინაში ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტისთვის.