რუსეთის მიერ უკრაინის პორტების მრავალთვიანი ბლოკადის გამო, უკრაინიდან 20 მილიონი ტონა მარცვლეული ექსპორტზე ვერ გადის, რაც სასურსათო კრიზისს არაერთ ქვეყანაში ქმნის. ამ თემაზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდეტმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკაში საკვებზე ფასების ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ განაპირობა. ჯო ბაიდენის თქმით, პორტები ბლოკირებულია, რის გამოც უკრაინას მარცვლეული ექსპორტზე ვერ გადის. ამერიკის პრეზიდენტი ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებენ იმისთვის, რომ უკრაინაში ბლოკირებული მარცვლეული მსოფლიო ბაზარზე გავიდეს.
მსოფლიო ლიდრების წუხილს „ბლეფს“ უწოდებს რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინმა ამ თემაზე სახელმწიფო ტელეარხ “Russia-1”-თან ინტერვიუში ისაუბრა. თქვა, რომ მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით 800 მილიონი ტონა ხორბალი იწარმოება, უკრაინაში წარმოებული ხორბალი კი ბაზრის მხოლოდ 2,5%-ია.
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 კვირის შემდეგ, რეგიონში წარმოებული ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასები გაიზარდა. ყველაზე დიდი პრობლემა არის ხორბალი. ხორბლის მიწოდება რუსეთიდან და უკრაინიდან ერთად, მსოფლიო ვაჭრობის თითქმის 30%-ს შეადგენს. ხორბლის გლობალურმა ფასებმა ამ კვირის დასაწყისში ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ამავდროულად, რუსეთი არ იშურებს ძალისხმევას, რომ დიდი რაოდენობით უკრაინული მარცვლეული მოიპაროს. უკრაინული მხარის ცნობით, რუსული ძალები იპარავენ ათასობით ტონა მარცვლეულს უკრაინელი ფერმერებისგან, მათ მიერ ოკუპირებულ რაიონებში.