გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი – საკითხი პოლიტიკური განხილვის თემაა | 04.06.2022

გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი – ქვეყანა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია.  საკითხი  ისევ  პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპონენტები  მსგავსი შინაარსის განცხადებებს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ბრძოლისათვის იყენებენ.  პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა, ოპოზიციას “ლუზერები” უწოდა და განაცხადა, რომ ისინი არა ხელისუფლებას, არამედ საკუთარ ხალხს ებრძვიან.  შეგახსენებთ, რომ  ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე  მიიღო. უკვე შევსებული და გაგზავნილია ევროკომისიისგან მიღებული სპეციალური კითხვარიც. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროპელი პარტნიორები ცნობილი რამდენიმე კვირაში გახდება.