“შეერთების ნებას ვერ უგულებელვყოფთ” – ამის შესახებ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ და ექსპრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შეერთებასთან დაკავშირებით განაცხადა. მედვედევის თქმით, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის რუსეთთან შეერთების “ნების უგულებელყოფა შეუძლებელია” და განხორციელებისთვის საჭიროა მათი ფორმულირება.
ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი მზად, რომ უკრაინის ხერსონის ოკუპირებული ოლქი და საქართველოს ცხინვალის რეგიონი შეიერთოს, მედვედევმა უპასუხა, რომ რუსეთი ყურადღებიით გააანალიზებს საკითხს და გადაწყვეტილებებს რუსეთის კონსტიტუციის შესაბამისად მიიღებენ.