სუს-ის ფარული ჩანაწერები, საპატრიარქოს გავლენები, 5 ივლისის მოვლენები სახდეპის ანგარიშში | 03.06.2022

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც განხილულია საქართველოში არსებული ვითარებაც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასული წლის სექტემბერში ინტერნეტში გამოქვეყნებული ე.წ კრებსებით დადასტურდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სავარუდოდ, რელიგიურ ლიდერებს, მათ საუბრებს პოლიტიკურ პირებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან იწერდა და  უთვალთვალებდა.

„მთავრობამ უარყო დოკუმენტების ლეგიტიმურობა, თუმცა ზოგიერთმა რელიგიურმა ლიდერმა, ჟურნალისტმა და სხვა პირებმა დაადასტურეს და თქვეს, რომ ამ თვალთვალს უარყოფითი ჰქონდა რელიგიურ თავისუფლებაზე, ვინაიდან დადასტურდა ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რელიგიური ჯგუფების საქმიანობაზე მონიტორინგს ახორციელებდა” — აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში განხილულია გასულ წელს ივლისში,  რუსთაველის გამზირზე მომხდარი ძალადობაც.  “თბილისი პრაიდმა გააუქმა მარში იმ დღეს, როდესაც უნდა გამართულიყო, ვინაიდან დაახლოებით 3 000 მოძალადე ულტრამემარჯვენე, მათ შორის საქართველოს ეკლესიის მღვდლები, ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, გაანადგურეს თბილისი პრაიდის ოფისი” — ნათქვამია დოკუმენტში.