“ერთად ევროპისკენ” – თბილისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან | 03.06.2022

“ერთად ევროპისკენ” –  თბილისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან, რომლის ორგანიზატორები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, მოქალაქეებმა, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ თვითმყოფადობის, ქართველობის, ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებისთვის  – საქართველო ევროპისკენ უნდა წავიდეს. ამბობენ, რომ საქართველოში ევროპულ გზას დღეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ კვირას შეკრებაზე ელოდებიან ყველას, ვისთვისაც ევროპული ღირებულებები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება  მნიშვნელოვანია. აქციაზე შეკრებილები სიმბოლურად ხელს ევროკავშირის დროშაზე მოაწერენ, რომელსაც ბრიუსელში გააგზავნიან. აქცია 5 ივნისს, საღამოს 7 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.