გაძვირებული ფასები და წლიური ინფლაცია | 03.06.2022

საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 13,3% შეადგინა. წლის განმავლობაში ფასები 22%-ით გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, კერძოდ გაზრდილია- ბოსტნეულის, პურის, ზეთის, თევზეულის, ხორცის, რძის პროდუქტებისა და ხილის ფასები. 20%-ით მოიმატა ფასებმა ტრანსპორტზე, 16%-ით კი  საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე. “საქსტატის” მონაცემებით, 2021 წლის მარტის შემდეგ ქვეყანაში საშუალო ინფლაციის დონე მუდმივად მზარდია. თუკი, გასული წლის მარტში საშუალო ინფლაციის დონე 4,8% იყო, ახლა 12,7%-ს მიუახლოვდა. 2021 წლის მაისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 7.7% იყო.