გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა გამოსვლაში რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დუმილი დაარღვია. ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე მან მხარი დაუჭირა გერმანიის, ევროკავშირის, აშშ-ს, ნატო-სა და სხვათა ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს “ამ ბარბაროსული ომის დასრულებას”.
შეგახსენებთ, რომ მერკელს დიდი ხანი აკრიტიკებდნენ მისი რუსეთთან შერბილებული პოლიტიკის გამო. მისი 16-წლიანი მმართველობის პერიოდში, ის დათანხმდა Nord Stream 2 გაზსადენის პროექტს. ეს პროექტი საბოლოოდ ახალმა კანცლერმა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ორი დღით ადრე შეაჩერა.