პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და უკრაინელი ხალხის ძალა ვერ შეაფასა – მორიგი დახმარება უკრაიანს | 02.06.2022

ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი სამხედრო დახმარება ომში მყოფ ქვეყანას – 700 მილიონიანი უსაფრთხოების ახალი პაკეტი უკრაინელი სამხედროების დროული და კრიტიკული დახმარების უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი. შტატების პრეზიდენტის თქმით,  ახალი პაკეტი შეაიარაღებს უკრაინას ახალი შესაძლებლობებით და მოწინავე შეიარაღებით. მათ შორის „ჰაიმარსის“ სისტემის საბრძოლო მასალებით, რომლითაც ქვეყანა რუსეთის წინსვლისგან თავს დაიცავს.

ამერიკის მიერ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში მეთერთმეტე პაკეტია. პაკეტი ასევე მოიცავს საჰაერო სადაზვერვო რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინს, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებას, საარტილერიო ჭურვებს, ვერტმფრენებს, ტაქტიკურ მანქანებსა და სათადარიგო ნაწილებს.უკრაინა შეერთებული შტატებისგან, თავდაცვისთვის მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას „ჰაიმარსს“ მიიღებს, რომელიც აღჭურვილი იქნება 70 კმ-მდე დისტანციაზე მოქმედი რაკეტებით. CNN-ის ინფორმაციით,  ეს ამ სისტემების საბრძოლო მასალის მაქსიმალურ დიაპაზონზე დაახლოებით 300 კმ-ზე ბევრად ნაკლებია, თუმცა იმაზე მეტია ვიდრე უკრაინის შეიარაღებაში ამჟამად არსებული სისტემები.

დღეს ცნობილი გახდა, რომ შტატების გარდა უკრაინას დიდი ბრიტანეთიც დაეხმარება. გაერთიანებული სამეფო ომში მყოფ ქევეყანას რუსეთისგან თავის დასაცავად M270 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს, რომელსაც 80 კილომეტრამდე მანძილზე მდებარე სამიზნეზე დარტყმა შეუძლია, ბრიტანეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ უკრაინის ჯარისთვის ეს მნიშვნელოვანი გაძლიერება იქნება  და ეს ნაბიჯი მჭიდროდ  კოორდინირებულია შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა მიაწოდოს. გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობაში თქვეს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე წვრთნებს გაერთიანებულ სამეფოში გაივლიან.