ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა, შეიჭრა რუსეთი – ანგელა მერკელი | 02.06.2022

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა გამოსვლაში რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დუმილი დაარღვია.  ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე მან მხარი დაუჭირა გერმანიის, ევროკავშირის, აშშ-ს, ნატო-სა და სხვათა ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს “ამ ბარბაროსული ომის დასრულებას”.

შეგახსენებთ, რომ მერკელს დიდი ხანი აკრიტიკებდნენ მისი რუსეთთან შერბილებული პოლიტიკის გამო.  მისი 16-წლიანი მმართველობის პერიოდში, ის დათანხმდა Nord Stream 2 გაზსადენის პროექტს. ეს პროექტი საბოლოოდ ახალმა კანცლერმა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ორი დღით ადრე შეაჩერა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები