აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს | 01.06.2022

შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს – ამის შესახებ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ისაუბრა. კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა რომ ამ ქვეყნებმა მნიშვნელოვან საფეხურს ახლა მიაღწიონ, ნედ პრაისმა უპასუხა რომ ეს საკითხი სამ ქვეყანას და ევროკავშირს ეხება.  პრაისის თქმით, ვაშინგტონი თბილისს, კიევსა და კიშინიოვს მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან უდგას გვერდით და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

“ეს შეკითხვა განკუთვნილია თავად ამ სამი ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, რა თქმა უნდა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებსა და ამბიციებს. ჩვენ ამ ქვეყნების გვერდით ვდგავართ ამ გზაზე, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას, სანამ ისინი ამ გზას აგრძელებენ,” – განაცხადა ნედ პრაისმა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები