ღირსეული შრომის პირობები და ადეკვატური ანაზღაურება – ეს არის მთავარი ორი მოთხოვნა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ექიმები აქციებს მართავენ. ისინი დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ, სადაც მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაახმოვანეს. სასწაფო დამხარების ექიმები ამბობენ, რომ აზარაშვილის უწყება მათ დაპირდა, რომ კოვიდპანდემიის დროს დანიშნულ დანამატებს ხელფასის სახით შეუნარჩუნებდა. თუმცა, უკვე რამდენიმე კვირაა, მათ პროტესტს მინისტრი აზარაშვილი, რეაგირების გარეშე ტოვებს. ირკვევა ისიც, რომ ჯანდაცვის უწყებამ სასწრაფოს ექიმებს 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი შესთავაზა, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ ამგვარი სისტემა ბრიგადების შემცირებას და მოსახლეობის დაზარალებას გამოიწვევს.
სასწრაფო სამედიცინო დამხარების ექიმების საპროტესტო აქციას პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე დასაქმებულების ინტერესები დაცული არ იქნება და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
სასწრაფო დახმარების ექიმების პროტესტზე კომენტარი დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. თამარ გაბუანია ამბობს, რომ საკითხზე მუშაობენ და ანაზღაურება ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება. სამედიცინო პერსონალისთვის ღირსეული ანაზრაურების დანიშვნას ემხრობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე
ექიმები ახლა ჯანდაცვის სამინიტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ისინი გაჩერებას არ აპირებენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. მორიგი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან ხუთშაბათს გაიმართება.