ქვეყნის ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა – EPP-ს განცხადება | 31.05.2022

“ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა” – ევროპის სახალხო პარტია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. ევროპელი დიპლომატების ნაწილი  ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ  მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე უარის თქმა და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის დაკავება დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევის ნათელი მაგალითებია. რაც შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, პარტია  თვლის, რომ ხელისუფლებამ ევროპული გზისადმი ერთგულება მკაფიოდ უნდა გამოავლინოს.

“დაპატიმრება და შემდგომი არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა, მათ შორის, აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა და ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამგვარი ტენდენციების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ცნობილი მედია მენეჯერის, ნიკა გვარამიას პატიმრობა კისაქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიტყვის შემცირებას კიდევ უფრო ხაზს უსვამს.

სამწუხაროა, რომ საქართველომ, ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერმა, ძნელად მოპოვებული დემოკრატიის სიგელი დაკარგა და ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით კვლავ ეჭვებს აჩენს,” – ნათქვამია EPP-ს განცხადებაში.