როგორია ევროკავშირში გაწევრიანების სიკეთეები – ნაცმოძრაობის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში | 31.05.2022

“როგორია ევროკავშირში გაწევრიანების სიკეთეები” – ამ თემაზე სასაუბროდ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები,  რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ. პარტიის ლიდერები ლაგოდეხში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებს შეხვდნენ, მათ მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე  ესაუბრნენ. დეტალურად განიხილეს თუ  რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღება.