„ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ რუსული ომის მანქანა – ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთს | 31.05.2022

ევროკავშირი რუსულ ნავთობს ნაწილობრივ ემბარგოს უწესებს. ევროპელი ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ, რომელიც ნავთობის იმპორტის 2/3-ზე მეტის აკრძალვას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, პაკეტი მოიცავს ევროპაში რუსული ნავთობის იმპორტის 75 % – ის  აკრძალვას, ხოლო წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 90 % – მდე გაიზრდება. ამჟამად, შეზღუდვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს. სანქციების მეექვსე პაკეტის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება უნგრეთის პოზიციის გამო მოხდა, რომელიც ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდა. ევროპელი ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რუსეთის უმსხვილესი ბანკის, “სბერბანკის” SWIFT” -ის სისტემიდან გათიშვაზე და ასევე, სამი მსხვილ,  რუსული სახელმწიფო მაუწყებლის აკრძალვაზე.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები