პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შს სამინისტროს ეზოში | 31.05.2022

31 მაისს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. საზეიმო ღონისძიება დღეს  შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ეზოში გახსნა. მან შეკრებილებს დღევანდელი  დღე მიულოცა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხდა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმაც. სიტყვით  გამოსვლაში კრიტიკული იყო პრეზიდენტი, რომელმაც ყურადღება ქალების გახშირებულ მკვლელობაზე გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი თვლის,  ფემიციდის არსებობა „სამარცხვინოა“.

პოლიციელებს სიტყვით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მან ყურადღება ოპონენტების მიერ პოლიციის გახშირებულ შეურაცხყოფაზე გაამახვილა და თქვა, რომ ნებისმიერი ასეთი  მცდელობა დაისჯება.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალი სიმღერის პრეზენტაციით დასრულდა. სიმღერის, „ვემსახურები საქართველოს“, მუსიკის ავტორი რუსა მორჩილაძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. კომპოზიცია მომღერალმა ოთო ნემსაძემ ანსამბლ „ქართულმა ხმებთან“ ერთად შეასრულა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები