მმართველი გუნდის თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში სააკაშვილის მკურნალობის შესაძლებლობა არის და საზღვარგარეთ გადაყვანისთვის მიზეზი არ არსებობს.
მიხეილ სააკაშვილი “ვივამედში” მისმა ადვოკატმა მოინახულა. დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ანალიზის პასუხები გაუარესებულია. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხვალ კლინიკაში დამოუკიდებელი ექსპერტები შევლენ.
ექსპრეზიდენტის ოჯახი კვლავ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ საქართველოში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა დაცული იქნება.