ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულო დატოვა | 30.05.2022

ირაკლი კუპრაძემ, ბათუმის საკრებულო დატოვა. “ლელო საქართველოსთვის” წევრმა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე, წარმომადგენლობით ორგანოს უკვე მიმართა. მას ვაჟა დარჩია ჩაანაცვლებს. კუპრაძე აცხადებს, რომ იგი საკრებულოს ამ მოწვევაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა და ბრძოლის გაგრძელებას სხვა ფლანგზე აპირებს. ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება პერსონალირად მიიღო.