დღეს ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა მ სააკაშვილსაც და მეც – ნიკა გვარამია | 30.05.2022

“დღეს ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს”– ასე ეხმაურება ნიკა გვარამია ირაკლი  კობახიძის განცხადებას, რომელმაც მესამე პრეზიდენტის გადაყვანა საზღვარგარეთ, სამკურნალოდ, კატეგორიულად გამორიცხა.  ნიკა გვარამიას გზავნილი რუსთავის ციხიდან ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა გააცნო. როგორც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ამბობს, კობახიძემ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა მასაც.