ბათუმის საკრებულომ 6 თვის შემდეგ შეძლო თავმჯდომარედ “ქართული ოცნების” წარმომადგენლის არჩევა | 30.05.2022

ბათუმის საკრებულოს რამაზ ჯინჭარაძე უხელმძღვანელებს.  საკრებულომ 6 თვის შემდეგ შეძლო თავმჯდომარედ “ქართული ოცნების” წარმომადგენლის არჩევა. ჯინჭარაძის  კანდიდატურას 17 თანაპარტიელის გარდა, მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ყოფილმა წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ, რომელსაც ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრის სტატუსი აქვს. დღეს თავდგირიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.