ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც თქვა პრეზიდენტმა, მისი ბრალდება დაუსაბუთბელი იყო – კობახიძე | 30.05.2022

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მზად არის სასამართლო სისტემაზე სასაუბროდ პრეზიდენტს შეხვდეს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის  მიერ 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე გაჟღერებული გზავნილი ორმაგად სამწუხაროა, რადგან მან სასამართლო სისტემას ბრალი არგუმენტების გარეშე დასდო. როგორც  პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღეზე, სიტყვით გამოსვლისას თქვა, ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები