“გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ”- სამოქალაქო საზოგადოება ახალი ინიციატივის გარშემო ერთიანდება | 27.05.2022

“გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ”- სამოქალაქო საზოგადოება  ახალი ინიციატივის გარშემო ერთიანდება.  პრეზენტაციაზე, რომელიც სასტუმრო სტამბაში დღეს გაიმართა, შეკრებილებმა  სპეციალური მანიფესტი წარმოადგინეს. ვრცელ დოკუმენტში, რომელიც მწერალმა, ლაშა ბუღაძემ წაიკითა,   ჩამოთვლილია აყველა ის საჭირო ნაბიჯი, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სჭირდება. ინიციატვის მთავარი  მიზანი იდეის გარშემო ქართველი ხალხის გაერთიანებაა. ღონისძიეების ავტორები  ამბობენ, რომ ახლა საქართველოს ევროპასთან დაახლოების ყველაზე  დიდი შანსი აქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ.

მანიფესტს უერთდებიან მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები, ჟურნალისტები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.  ამბობენ, რომ მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ევროკავშირის წევრობის განაცხადი ქართველი ერის ისტორიული არჩევანია და ამ მიზნისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე  მიიღო. უკვე შევსებული და გაგზავნილია ევროკომისიისგან მიღებული სპეციალური კითხვარიც. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროპელი პარტნიორები ცნობილი რამდენიმე კვირაში გახდება.