“ჩვენი არაპარტიოული დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომელი პარტია არის ხელისუფლებაში” | 25.05.2022

აშშ-ს საელჩო საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რითაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის  ამერიკული  პროგრამიდან ჩახნის შესახებ გავრცელებულ  ინფორმაციას და მმართველი პარტიის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმიანება

„30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.