გიორგი გახარია, მმართველ გუნდს და ოპოზიციას მოუწოდებს, ვიდრე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება, ურთიერთდაპირისპირებას მოერიდონ. განცხადება პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ეროვნული საკითხების ირგვლივ ყველა უნდა გაერთიანდეს, რასაც ის დღეს ვერ ხედავს. გახარია ამბობს, რომ ამ შანსს, ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ელოდება და შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არავის ეპატიება. მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება იქნება თითოეული მოქალაქის მარცხი, მაგრამ მთავრობის პასუხისმგებლობა.