გვარამიას საქმე სავარაუდოდ პოლიტიკურია და ვითხოვთ მის გადახედვას – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ | 25.05.2022

“გვარამიას საქმე სავარაუდოდ პოლიტიკურია და ვითხოვთ მის გადახედვას” – საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის დაკავებას გამოეხმაურა. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ეს არის საქართველოში ოპოზიციური მედიასაშუალების ხელმძღვანელის დაპატიმრების პირველი შემთხვევა. საერთაშორისო ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელის, ჯინ კაველიეს შეფასებით, საეჭვო საფუძვლის მქონე საქმეზე გამოტანილი მკაცრი განაჩენი იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიზანი ოპოზიციური მედიასაშუალების დასუსტებაა.

“ასეთი საეჭვო საფუძვლების საქმეზე განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს იმაზე, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული იყო ოპოზიციური მედიის დასუსტების მიზნით. ბოლო წლებში  საქართველოს ხელისუფლება ავლენს არა მხოლოდ პასიურობას მედიის თავისუფლებაზე თავდასხმების მიმართ, არამედ გამოხატავს მზაობას ხელი შეუშალოს ოოპოზიციური ჟურნალისტების მუშაობას. მოვუწოდებთ სასამართლოებს, დაუყოვნებლივ ჩაატარონ ნიკა გვარამიას საქმის დამოუკიდებლად განხილვა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო საქართველოში ყველა მედიასაშუალებისთვის,” – “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გვარამიას საქმეზე.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები