“მოსამართლე, რომელიც თავდასხმის ობიექტი გახდება, ხელისუფლებისგან მიიღებს სათანადო დაცვას” | 24.05.2022

“ქართული ოცნების” თავჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან, სპეკულაციების დასასრულებლად  განცხადების გავრცელებას ელოდება. საქმე ეხება,  ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს – ლაშა ჩხიკვაძეს,  რომელიც აშშ-ის პროგრამით  შეერთებულ შტატებში ვეღარ გაემგზავრება. მომხდარის გამო ოპოზიცია უკვე რამდნიმე დღეა აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა, მოსამართლე ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე გამოტნილი განაჩენის გამო დაასანქცირა. როგორც  ირაკლი კობახიძემ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე თქვა, აშშ-ს საელჩო მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებდა. ის თვლის, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ,  რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაციაა. დღევანდელ სესიაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ   ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი გახდება.