ვინ უშლის ხელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას | 24.05.2022

ვინ უშლის ხელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას- ხელისუფლება თუ ოპოზიცია – პოლიტიკურ სპექტრში ამ საკითხის ირგვლივ ურთიერთბრალდებები არ წყდება. ხელისუფლების ოპონენტები “ქართულ ოცნებას” მიზანმიმართულ თავდასხმებში ადანაშაულებენ და მათ განცხადებებში რუსული  პროპაგანდას ხედავენ.  ოპოზიციის  შეფასებით “ქართულ ოცნებას” არ სურს ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასრულება, რადგან ამით ბიძინა ივანიშვილის არაფორმარულ  მმართველობას საფრთხე დაემუქრება. ოპოზიცია მმართველი პარტიის ლიდერებს ტყუილში ადანაშაულებს და იმ ოპოზიციონერების დასახელებას თხოვს, რომლებსაც ქართული ოცნება, კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესის ჩაშლაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები დღესაც იმეორებენ, რომ  “ქართული ოცნება” ისტორიულ წარუმატებლობა ოპოზიციას დააბრალებს და ამით  პასუხისმგებლობას  თავიდან აიცილებს.

მმართველი გუნდში ამბობენ, რომ  სწორედ ოპოზიციის მიზანია ქვეყანამ ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, ამაში კი  მათ ევროპელი ლობისტები ეხმარებიან.   მათი თქმით, საქართველომ უკვე შეასრულა იმ ვალდებულებების 45%, რომელიც , ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.  რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან- ეს შეთანხმება  კავშირში არ არის.

რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით – დღეს, პარლამენტში, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დებატები სწორედ ამ თემაზე უნდა გამართულიყო, თუმცა პარლამენტის თავჯდომარემ სხდომა ხვალისთვის გადადო.