ბუჩამდე იყო აფხაზეთი – ექსპოზიცია კლუბ „ხიდში“ და რეალური ისტორიები აფხაზეთში ქართველების გენოციდზე | 24.05.2022

“ბუჩამდე იყო აფხაზეთი” – ამ სახელწოდებით კლუბ “ხიდში” ექსპოზიცია გაიხსნა.  სტუმრებს სამი დღის განმავლობაში საშუალებათ ექნება მოისმინონ რეალური ისტორიები ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული აგრესიისა და სისასტიკის შესახებ.  გამოფენაზე მისულ  დამთვალიერებელს  დახვდება  საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი რეალური ფოტო და ვიდეო მასალაც.

კამპანია, რომლის მიზანიც  ქართველების წინააღმდეგ 1992-93 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარებაა, “ევროპულმა საქართველომ”, “თავისუფლების ინსტიტუტმა”, “ტაბულამ”, “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ” და “აფხაზთა კრებამ” წამოიწყეს.