აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წერილი რომელიც, ენტონი ბლინკენმა, საქართველოს საგარეო მინისტრს, ილია დარჩიაშვილის გამოუგზავნა და მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, დღეს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. წერილის იმ ნაწილზე, რომლითაც სახელმწიფო მდივანი, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე – “ქართული ოცნების” ლიდერებმა შეხსენებად აღიქვეს და თქვეს, რომ ბლინკენი წერილში საქართველოს მხოლოდ ახსენებს, რომ მეგობარი უკრაინის მიმართ მაქსიმალური მხარდაჭერაა საჭირო.
ოპოზიცია კი თვლის, რომ ამერიკის სახელწიფო მდივნის წერილი იყო კიდევ ერთი გაფრთხილება, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ მყარად აირჩიოს მხარე და გამოუცხადონ სრული მხარდაჭერა უკრაინას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ანტიდასავლური ნაბიჯებით გამოირჩევა, რაც ქვეყანის საერთაშორისო იმიჯს აზიანებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის 22 აპრილით დათარიღებული წერილი გუშინ გავრცელდა. წერილში ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. მასში ნათქვამია, რომ აშშ მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული. ამასთან, ბლინკენი აღნიშნავს, რომ „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული, მშვიდობიანი, ევრო-ატლანტიკური და წარმატებული მომავალისკენ სწრაფვას. წერილში ენტონი ბლინკენი სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის სამხედრო დანაშაულზე პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.