“ბუჩამდე იყო აფხაზეთი” – ამ სლოგანით “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების ინსტიტუტი”, “ტაბულა”, “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება” და “აფხაზთა კრება” რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანიას იწყებენ. კამპანიის ფარგლებში ორგანიზატორებმა “ვახუშტის ხიდთან” გადმოფინეს ბანერი წარწერით “ბუჩამდე იყო აფხაზეთი”. ორგანიზატორების ინფორმაციით, კლუბში “ხიდი” წარმოდგენილი იქნება სამდღიანი ექსპოზიცია, რომელიც 24 მაისს გაიხსნება და 26 მაისს, 18:00 საათზე დაიხურება.