ნიკა გვარამია თავს ძალიან მხნედ და მშვიდად გრძნობს – ანა ნაცვლიშვილმა მედიამენეჯერი ციხეში მოინახულა | 20.05.2022

პატიმრობის მეხუთე დღეს ნიკა გვარამია პარტია „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.  როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა გვარამია თავს ძალიან მხნედ და მშვიდად გრძნობს.

“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ  3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. ნიკა  გვარამია დამნაშავედ ცნობილი იქნა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ნაწილში, რომელიც “პორშესა” და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა. “მთავარი არხის” დამფუძნებელი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.