პატიმრობის მეხუთე დღეს ნიკა გვარამია პარტია „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა გვარამია თავს ძალიან მხნედ და მშვიდად გრძნობს.
“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნობილი იქნა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ნაწილში, რომელიც “პორშესა” და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა. “მთავარი არხის” დამფუძნებელი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.