მედიის თავისუფლების ფონდი “მთავარი არხის” გადასარჩენად | 20.05.2022

ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ-   “მთავარი არხის” გადასარჩენად მედიის თავისუფლების ფონდი შეიქმნა. ფონდში  პირველი შენატანი “რუსთავი 2”-ის დამფუძნებელმა, დავით დვალმა გააკეთა. მთავარი არხის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ ფონდის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ საზოგადოების თხოვნითა და ბიზნესებისა თუ სხვადასხვა ინდივიდების მხარდაჭერით გადაწყვიტეს დაეარსებინათ “მედიის თავისუფლების ფონდი”, რომლის უმთავრესი მიზანი ამ ეტაპზე “მთავარი არხის” შენარჩუნებაა. გიორგი გაბუნიას თქმით, დავით დვალი პირველი ინვესტორია ფონდში და არხის გადარჩენისთვის მან 10 000 ლარი გადარიცხა.