“ვის შეუძლია, ამათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა” – ვიოლა ფონ კრამონი “ოცნებაზე” | 20.05.2022

“ვის შეუძლია, ამათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა”, – ასე პასუხობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. კრამონი Twitter-ზე აზიარებს პოსტს, სადაც კობახიძე ამბობს, რომ ვიოლა ფონ კრამონზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ის კრიმინალების მფარველია. ირაკლი კობახიძემ  ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონისა და ანა ფოტიგანს შესახებ “პირველი არხის” ეთერში ისაუბრა. “ქართული ოცნების” თავმდჯომარემ მათ ანტიევროკავშირი უწოდა.

“ქართული ოცნების” მხრიდან ევროპარლამენტარებზე შეტევა უკვე დიდი ხანია გრძელდება. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ  “უცხოელების ვიწრო” ჯგუფს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად საქართველოს მთავრობის “გადაყირავების” ინტერესი აქვს. ამაზე საუბრისას წულუკიანმა ევროპარლამენტარები, ანა ფოტიგა და ვიოლა ფონ კრამონი ახსენა.   მოგვიანებით, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლის ბრალდებებს უგემოვნო და უსაფუძვლო უწოდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები