6 წელი გიგა ოთხოზორიას მვლელობიდან – აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული ქართველის საფლავზე დღეს ოჯახის წევრებთან ერთად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მივიდა. ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნას ფეისბუქის საშუალებით პატივი მიაგო ქვეყნის პრემიერმაც. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ, სოფელ ხურჩაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა. რაშიდ კანჯი ოღლის ქართულმა მართლმსაჯულებამ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურამაც, თუმცა მკვლელი ამ დრომდე დაუსჯელია.