ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხვედრების პარალელურად, აქცია-პერფორმანსი გამართეს კრიტიკული მედიების წარმომადგენლებმა.
იმის საჩვენებლად, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის ჩახშობას – ჟურნალისტებმა სიმბოლურად პირი აიკრეს. ამ ფორმით ჟურნალისტები ეცადნენ ენტონი ბლინკენის თანაშემწისთვის იმის ახსნას, რომ საქართველოში კრიტიკული მედიის ხელმძღვანელებს პოლიტიკური მოტივებით იჭერენ. 4 ტელევიზიის წარმომადგენლებმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ერთობლივი წერილი ოპოზიციონერი ლიდერების ხელით გადასცეს.