“ბორჯომის” მაკონტროლებელი კომპანია საქართველოს მთავრობას წილების ნაწილს უსასყიდლოდ გადასცემს. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ მთავრობის დათანხმების შემდგომ, კომპანია ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას შეძლებს. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული წილების რა პროცენტზეა საუბარი.
ეკონომიკის სამინიტრო კომპანიის მხრიდან მიღებული შეთავაზებას ადასტურებს. სამინისტროში ამბობენ, რომ პირობებს შესასწავლად მუშაობა უკვე დაწყებულია.
„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან Alfa Group-ი ფლობს რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი – მიხაილ ფრიდმანია. სწორედ სანქციების გამო, „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ 29 აპრილიდან მუშაობა დროებით შეაჩერა. ქარხნიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში იმყოფება.