კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს – შარლ მიშელი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ | 18.05.2022

“ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს” – ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშეილმა ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ twitter-ზე გამოაქვეყნა.   მიშეილის თმით  ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან თუმცა ამისათვის სწორედ მართლმსაჯულების მიმართულებით რეფორმების გატარების აუცილებლობას ასახელებს.  განცხადება მიშელის სოციალურ ქსელში მას შემდეგ გავრცელდა,რაც მას ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა.