ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე – 17 მაისმა წელსაც საჯარო აღნიშვნის გარეშე ჩაიარა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, თბილისი პრადიის წევრებმა მხოლოდ პლენარული დისკუსია გამართეს, სადაც ლგბტ თემის უფლებები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. ღონისძიებაში მონაწილეობა სახალხო დამცველმა, მესამე სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც მიიღეს. სახალხო დამცველი თვლის, რომ ლგბტ ადამიანები ამ დღის საჯაროდ აღნიშვნას უკვე წლებია სახელმწიფოს მხრიდან დაუცველობის გამო ვერ ახერხებენ. ომბუდსმნი ფიქრობს, რომ ხელისუფლება სამართლებრივი უმოქმედობით ახალისებს ლგბტ პირების მიმართ უთანასწორობას და დაუცველს ტოვებს ძალადობის პირისპირ.
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის პარალელურად, უკვე წელბია, საქართველოში ოჯახის სიწმინიდის დღე აღინიშნება. გადაიკეტა რუსთაველის გამზირი და მორწმუნეებმა, საპატრიარქოს წარმომადგენლებტან ერთად, ტრადიციული მსვლელობა გამართეს. სიონისა და ქაშვეთის ტაძარებში სიმბოლურად აღევლინა სადღესასწაულო წირვებიც. მსვლელობის მონაწილეები პარრიარქმაც დალოცა. ოჯახის სიწმინიდის დღის ღონისძიებაზე გამოჩდნენ პირები, რომლებმაც გასული წლის 5 ივლისს მედიაზე იძალადეს.