აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამია სასამართლოდან ციხეში გადაიყვანეს | 16.05.2022

“მთავარი არხის” დამფუძნებელი მოსამართლემ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი გადაუკვალიფიცირა და  საჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განუსაზღვრა. გვარამია დამნაშავედ ცნობილი იქნა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ნაწილში , რომელიც “პორშესა” და 6 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა. რაც შეეხება იმავე საქმეზე ბრალდებულებს ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი – გამართლდა, გაუქმდა გირაო და ქონებაზე დადებული ყადაღა. მოსამართლემ განმარტა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.  კახა დამენია კი, ცნობილ იქნა დამნაშავედ 220-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარი.  “მთავარი არხის” დამფუძნებელი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს გვარამიასთან ერთად ბრალდებული “რუსთავი 2”-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, კახა დამენია.  ფიქრობს, რომ ამ სისხლის სამართლის საქმის მთავარი მიზანი არა მისი და კიდევ ერთი ბრალდებულის ზურაბ იაშვილის, არამედ მხოლოდ ნიკა გვარამიას დაკავება იყო.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.  მთავარი არხის  დამფუძნებელი ახლა უკვე  მსჯავრდებულია.  ნიკა გვარამია   რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.