მოვუწოდებ დამნაშავეებს, აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი – ხალვაში | 16.05.2022

“მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი – ამ მიზნით, დაუყოვნებლივ წარვადგენ სამოქალაქო სარჩელს” – ამ განცხადებას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელი, ქიბარ ხალვაში ავრცელებს. ის აღნიშნავს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, “რუსთავი 2-ს” განზრახ 6  მილიონ ლარზე მეტი  ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა. ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიისთვის მიყენებული სავარაუდო ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები